ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული და ურთიერთგანპირობებული სოციალურ–ეკონომიკური მოვლენების რთული შერწყმა, რაც გამოწვეულია ქალაქების მზარდი როლით საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. უ–ის პროცესისათვის დამახასიათებელია ქალაქის მოსახლეობის სწრაფი ზრდა უპირატესად მიგრაციის ხარჯზე, ამიტომაც მის ერთ–ერთ ძრითად მახასიათებლად ითვლება სტატისტიკური ზომა ქვეყნის მოსახლეობის წილისა, რომელიც ცხოვრობს ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დასახლებებში. უ–ისათვის დამახასიათებელია მოსახლეობის კონცენტრაცია ქალაქად, რეგლამენტირებული ცხოვრების წესი, რაც ხასიათდება ანონიმურობითა და ფორმალური კავშირ–ურთიერთობებით, შრომის რთული საზოგადოებრივი დანაწილების საფუძველზე საქონლის წარმოების, მოხმარებისა და მომსახურების ინტენსიური ზრდით, ცხოვრების ქალაქური წესის სტანდარტების დაჩქარებული გადატანით სოფლად.
ურბანიზაცია
Urbanization
კატეგორია: