გაგება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Understanding

ტერმინი სოციოლოგიაში კულტურის ისტორიკოსისა და სოციოლოგიის, „სოცოცხლის ფილოსოფიის“ წარმომადგენლის ვ. დილთაის (1833–1911) გავლენით შემოვიდა. მის მიერ შექმნილმა "გაგების ფსიქოლოგიამ“ ბიძგი მისცა „გაგების სოციოლოგიის“ ჩამოყალიბებას. მანვე დაამუშავა „გაგების“ მეთოდი. დილთაის თანახმად, გ. ნიშნავს ინდივიდის (სუბიექტის), ასევე ისტორიული ხდომილებებისა და მოვლენების „თანაგანცდას“, სუბიექტის შინაგან სამყაროში შეღწევას. გვიანდელ შრომებში დილთაი ხაზს უსვამს „გაგებაში“ „ინტროსპექციის“ (თვითდაკვირვების) მნიშვნელობას. დილთაი ერთმანეთს უპირისპირებდა გაგებისა და ახსნის ცნებებს, რასაც საფუძვლად ედო მის მიერვე გატარებული განსხვავება „გონის შესახებ მეცნიერებებსა“ (სოციალური მეცნიერებები) და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს შორის. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იკვლევს გარე სამყაროს მოვლენებს, მაშინ, როცა „გონის შესახებ მეცნიერებების“ კვლევის ობიექტს ადამიანის გონითი და სულიერი მოძრაობა (შინაგანი ცხოვრება) წარმოადგენს. შესაბამისად, დილთაის აზრით, მათ განსხვავებული მეთოდი უნდა ჰქონდეთ (დაპირისპირება პოზიტივიზმთან). გონის შესახებ მეცნიერებისათვის ასეთი მეთოდია „გაგება“. სუბიექტის განცდასა და შინაგან ცხოვრებაზე ორიენტაციის გამო დილთაის „გაგების“ კონცეფცია ფსიქოლოგიზმად არის შეფასებული. „გაგება“ მ.ვებერის სოციოლოგიური თეორიის მნიშვნელოვანი კატეგორიაა და არსებითად განსხვავდება დილთაის „გაგების“ კონცეფციისაგან. „გაგების“ მნიშვნელობა კარგად ჩანს ვებერის მიერ სოციოლოგიის მეცნიერების განსაზღვრებაში, სადაც სოციოლოგია მიჩნეულია მეცნიერებად, რომლის მიზანია სოციალური მოქმედების მიზეზობრივი ახსნა და გაგება (detuned verstehen). დილთაისაგან განსხვავებით, ვებერი ახსნისა და გ–ის კატეგორიას ერთმანეთს არ უპირისპირებს. ვებერისათვის მიუღებელია ასევე „გაგების“ რიკერტისეული ინტერპრეტაცია, რომელიც ხაზს უსვამდა ზეემპირიული, ირეალური საზრისის გაგებას. გ–ის ვებერისეული კონცეფცია მისსავე სოციალური მოქმედების თეორიას ეფუძვნება. ვებერის თანახმად, არსებობს სოციალური მოქმედების ოთხი ტიპი: მიზანრაციონალური, ღირებულებით–რაციონალური, ტრადიციული და აფექტური. სოციოლოგია იკვლევს მიზანრაციონალურ და ღირებულებით რაციონალურ მოქმედებას, რადგან სოციალური მოქმედების ეს ორი ტიპი გაცნობიერებული მოქმედებაა, ანუ მასში წარმოდგენილია სუბიექტურად ნაგულისხმევი მოქმედების მიზანი, სუბიექტის ღირებულებითი ორიენტაცია, მოტივაციები და ის საშუალებები, რომლითაც მოცემული მიზანი უნდა იქნეს მიღწეული. თანაც ეს მიზნები, ღირებულებები და მოტივაციები ზეემპირიული და ირეალური კი არ არის, არამედ ინდივიდის მიერ გაცნობიერებული სუბიექტური მოცულობაა. სოციოლოგიის ამოცანაა სუბიექტურად ნაგულისხმევი საზრისების, ღირებულებებისა და მოტივების გაგება, რაც, საბოლოო ჯამში, „იდეალური ტიპის“ კონსტრუირების ამოცანას ემსახურება.

კატეგორია: 
ავტორები: