ტრიანგულაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Triangulation

კონცეფცია, რომლის თანახმად, ემპირიული რეალობა კონკრეტული ატიტუდების (მიდგომების), განწყობებისა და სოციალური ღირებულებების ასპარეზია, რომლის შესასწავლად გამოყენებული უნდა იქნეს მრავალგვარი მეთოდი და თეორიული მიდგომა. ტ. განისაზღვრება სწორედ როგორც მეთოდოლოგიების კომბინაცია ერთი და იმავე ფენომენის შესწავლის პროცესში. სოციალურ მეცნიერებებში ტ-ის იდეის გამოყენება იწყება კემპბელიდან და ფისკედან, რომლებმაც განავითარეს მრავალჯერადი ოპერაციონიზმის (multiple operationism) იდეა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ვალიდიზაციის პროცესში გამოყენებული უნდა იქნეს ერთზე მეტი მეთოდი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ცვლილებები ასახავს რეალობას და არ არის მეთოდის ზემოქმედებით გამოწვეული. ამრიგად, ორ მეთოდს შორის კონვერგენცია (თანხმობა) ადასტურებს შედეგების კანონიერებას და არ წარმოადგენს მხოლოდ მეთოდოლოგიურ არტეფაქტს. მაგალითად, ლიდერის ეფექტურობა შეიძლება შევისწავლოთ სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით - ლიდერის გამოკითხვით, მის ქცევაზე დაკვირვებით და განხორციელებული ქმედებების შეფასებით. ყველა შემთხვევაში ფოკუსი - ლიდერის ეფექტურობა - იგივე რჩება, მაგრამ იცვლება მონაცემთა მოკვლევის ხერხები. მრავალგვარი და დამოუკიდებელი გაზომვა, თუ ისინი ერთნაირ შედეგებს (დასკვნებს) იძლევა, უზრუნველყოფს ლიდერობის ფენომენის მკაფიო სურათს.

კატეგორია: 
ავტორები: