Transsexual
ტრანსსექსუალს უწოდებენ ადამიანს, რომლის გენდერული იდენტობაც არ შეესაბამება მისთვის მინიჭებულ ბიოლოგიურ სქესს და რომელიც იმისთვის, რომ მიიღოს გენდერი, რომელთანაც იდენტიფიცირდება, იცვლის სქესს, როგორც წესი, სამედიცინო საშუალებებით (ჰორმონული თერაპიით ან სქესის შეცვლის თერაპიით). ტრანსსექსუალი ზოგადად ტრანსგენდერის ნაირსახეობად მიიჩნევა, თუმცა ზოგიერთი ტრანსსექსუალი თავს ტრანსგენდერად არ აღიარებს.
იხილეთ, აგრეთვე: ტრანსგენდერი
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge.
Malti-Douglas, F. (Ed). (2007). Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale
Pilcher, J. and I. Whelehan. (2004). Fifty Key Concepts in Gender Studies, London: SAGE. Publications.
კატეგორია: