ტემბრი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Timbre

სმენითი შეგრძნების თვისება, რომელიც ბგერითი ტალღის სირთულეს ასახავს.

ბგერის ტემბრი რთული ბგერის ტალღის კომპონენტებს ასახავს. ტემბრი არის ის, რაც განასხვავებს, მაგალითად, ფორტეპიანოს ხმას ფლეიტის ხმისაგან. ფიზიკური სტიმულების მცირე რაოდენობა, მაგალითად, კამერტონი გამოსცემს სუფთა ტონს, რომელიც ერთი სინუსოიდური ტალღისგან შედგება. სუფთა ტონს მხოლოდ ერთი სიხშირე და ერთი ამპლიტუდა აქვს. ბგერათა უმეტესობა რეალურ ცხოვრებაში არ არის სუფთა ტონი. ისინი კომპლექსური ტალღებია, რომლებიც სიხშირისა და ამპლიტუდის გარკვეულ კომბინაციას შეიცავენ. სურათზე  ნაჩვენებია რთული ტალღების ფორმები, რომლებიც შეესატყვისება რამდენიმე ნაცნობ ბგერას.

სურათზე მოცემული გრაფიკი გვიჩვენებს ბგერათა სპექტრს ფორტეპიანოს ნოტა „მი-სთვის“ (პირველი ოქტავა) ყველა სიხშირეს, რომელიც რეალურად წარმოდგენილია ამ ნოტში და მათ ამპლიტუდებს.

კომპლექსურ ტონში, როგორიცაა მაგალითად, ნოტა „მი“, ყველაზე დაბალი სიხშირე (დაახლოებით 256 ჰც) პასუხისმგებელია იმ ტონზე, რომელიც გესმით. მას ძირითად ტონს უწოდებენ, უფრო მაღალი სიხშირის ტონებს კი — ჰარმონიკებს ან ობერტონებს. მათი სიხშირე რამდენჯერმე აღემატება ძირითადი რხევის სიხშირეს. სრული ბგერა, რომელიც გესმით, ძირითადი ბგერებისა და ჰარმონიკების ერთობლივი მოქმედების შედეგად წარმოიქმნება, როგორც ნაჩვენებია სპექტრში. თუკი ამ სიხშირის სუფთა ტონები და ინტენსივობები ერთმანეთს დაემატება, ამის შედეგად გაიგონებთ ბგერას, რომელიც ჟღერს ისე, როგორც ნოტა „მი“ ფორტეპიანოზე.

ბგერებს, რომელთაც ხმაურს უწოდებთ, არ აქვს ძირითადი სიხშირეებისა და ჰარმონიკების ნათელი, მარტივი სტრუქტურა. ხმაური შეიცავს მრავალ სიხშირეს, რომელიც არ არის სისტემატურად დაკავშირებული ერთმანეთთან. მაგალითად, სტაციონარული ხმაური, რომელიც რადიოსადგურებს შორის გესმით, შეიცავს ყველა სმენადი სიხშირის ენერგიას და მას აღიქვამთ ისე, თითქოს არ ჰქონდეს სიმაღლე, რადგან არ აქვს ძირითადი სიხშირე.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: