სტერეოტიპული მუქარა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Tereotype Threat

სტერეოტიპული მუქარა, ასევე ცნობილია, როგორც სტერეოტიპული მოწყვლადობა. ეს არის საფრთხე, რომ შეიძლება დადასტურდეს გარკვეული ჯგუფის შესახებ არსებული ნეგატიური სტერეოტიპი.

ტერმინი სათავეს იღებს კლოდ სტილისა (Clod Steel) და მისი კოლეგების ნაშრომებში (Steel, 1997; Steel & Aronson, 1998), რომლებიც თვლიან, რომ სტერეოტიპული საფრთხე მაშინ ჩნდება, როცა ადმაიანები ისეთ სიტუაციებში აღმოჩნდებიან, რომლებთანაც დაკავშირებულია სტერეოტიპის ნეგატიური ასპექტები. მაგალითად, აფრიკელი ამერიკელების მიერ უნარების ტესტების შესრულება უარესდება, როგორც კი უჩნდებათ ეჭვი, რომ ტესტის შედეგები შეესაბამება შავკანიანების სწავლის დაბალუნარიანობის სტერეოტიპებს. სწორედ სტილის კვლევები აჩვენებს, იმის რწმენამ, რომ სიტუაციაში უარყოფით სტერეოტიპი მოქმედებს, შეიძება გამოიწვიოს იმ ცუდი მაჩვენებლის მიღება,რომელიც სტერეოტიპში მოიაზრებოდა.

სტილისა და არონსონის (1995) ერთ-ერთ კვლევაში ერთ-ერთ კვლევაში გამოსაშვები კურსის შავკანიანი და თეთრკანიანი სტუდენტები ცდილობდნენ ეპასუხათ მაგისტრატურაში მისაღებ სტანდარტულ ტესტში შემავალი კითხვების მსგავსი ძალზე რთული კითხვებისათვის, რომლებიც ენის კარგად ცოდნას მოითხოვდა. სტუდენტების ნახევარს უთხრეს, რომ ამ კითხვებზე გაცემული პასუხების მიხედვით იმსჯელებდნენ მათი ინტელექტუალური უნარების შესახებ, მეორე ნახევარმა კი იცოდა, რომ ამ ექსპერიმენტით ამოცანის გადაჭრის პროცესში ჩართულ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს იკვლევდნენ. სტერეოტიპული მუქარის თეორიის მიხედვით, შედარებით დაბალი შედეგები უნდა ჰქონოდათ იმ სტუდენტებს, რომელთაც სიტუაციამ შეუქმნა სტერეოტიპული მუქარა ანუ პირველი ჯგუფის (მათ იცოდნენ, რომ ფასდებოდა ინტელექტუალური შესაძლებლობები) შავკანიან სტუდენტებს. მიღებულმა შედეგებმა ეს პროგნოზი დაადასტურა. როდესაც შავკანიანი სტუდენტები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ტესტში მიღებული ქულების მიხედვით, ვინმეს მათი ინტელექტის შესახებ შეეძლო ემსჯელა, ისინი დავალებებს უარესად ასრულებდნენ.

სტერეოტიპული მუქარით გამოწვეული ლოგიკა მუშაობს ნებისმიერ ჯგუფში, რომლის მიმართაც არსებობს არასრულფასოვნების სტერეოტიპი. მაგალითად, სტერეოტიპის მიხედვით, ქალებს, მამაკაცებთან შედარებით, მათემატიკის ათვისების ნაკლები უნარი აქვთ. რთულმა მათემატიკურმა ტესტმა სქესის მიხედვით განსხვავებული შედეგები მხოლოდ მაშინ აჩვენა, როცა სტუდენტებს ეუბნებოდნენ, რომ ასეთი განსხვავებები შეიძლება, ყოფილიყო ანუ ტესტზე მუშაობის დაწყებამდე. როცა სტუდენტები აცნობიერებდნენ თავიანთ სქესობრივ განხვავებულობას, სტუდენტებს ეუბნებოდნენ, რომ წარსულში ასეთმა ტესტმა აჩვენა სქესის მიხედვით განსხვავება.

ამ კვლევაში მნიშვნელოვანია, როგორ აფასებს სიტუაციას ტესტის შემსრულებელი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადამიანებს სჯერათ, რომ სიტუაცია ეხება სტერეოტიპს, მაგალითად, როცა მიაჩნიათ, რომ ინტელექტის ამ ტესტით მათი სტერეოტიპულად ცუდი შედეგები გამოვლინდება, მათ მიერ დავალებების შესრულება უარესდება. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. VII.

კატეგორია: 
ავტორები: