გაზომვის შედეგად მიღებული მონაცემები, სხვადასხვა მიზეზის მოქმედების გამო, გარდაუვალ შეცდომებს შეიცავენ. უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან სისტემატიური და არასისტემატიური შეცდომები.
სისტემატიური შეცდომები, როგორც წესი, გამოწვეულია კონკრეტული წესით, მოქმედი მიზეზებით. სისტემატიური შეცდომის მაგალითია არადატვირთული სასწორის ისრის გადაადგილება საწყისი ნულოვანი წერტილის მიმართ. ცხადია, შესაძლებელია სისტემატიური შეცდომების მოშორება ან გათვალისწინება.
არასისტემატიური შეცდომემი განპირობებულია მრავალი დამოუკიდებელი მიზეზით. მაგალითად, სტუდენტების ვერბალური უნარები განპირობებულია ისეთი მეზეზებით, როგორებიცაა გენეტიკური მემკვიდრეობა, მშობლების წახალისება, განათლება, კონკრეტული მასწავლებელი, სოციალური მდგომარეობა, კულტურული ძალების ზემოქმედება და ა.შ. ასეთი ვარიაციის და, შესაბამისად, შეცდომების მთლიანად გამორიცხვა შეუძლებელია.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა