თვითმკვლელობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Suicide

საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა. თ–ის სოციოლოგიური ანალიზის მრავალრიცხოვან ცდათაგან ყველაზე ღირებული დიურკემისეულია. მან თ. სოციალურ გარემოს დაუკავშირა და გამორიცხა მისი მიზეზების ძიება ბიოლოგიურსა ან ფსიქიკურში. „თვითმკველობაა ყველა სასიკვდილო შემთხვევა, რომლიც უშუალოდ ან შუალობითად დადებითი ან უარყოფითი ქცევის შედეგია, რასაც ჩადის თვითმკვლელობის მსხვერპლი, რომელმაც იცოდა, რა შედეგი მოჰყვებოდა მის მოქმედებას“. დადებით ქმედებად ითვლება თვითმკვლელის აქტიურობის შედეგად მიღებული სუიციდური შემთხვევა. ნეგატიურ ქმედებად ითვლება მოსალოდნელი საფრთხის მიმართ გულგრილობა, როცა თვითმკვლელი ნებაყოფლობით ეგებება მოსალოდნელ საფრთხეს. თ. მხოლოდ ადამიანური ფენომენია, რადგან მასში ცნობიერება მონაწილეობს. თ–ს არ მიეკუთვნება ვითარება, როდესაც ადამიანი სასიკვდილო საფრთხეში იგდებს თავს, მაგრამ ეს არ არის სიკვდილის მიზნით ჩადენილი ქცევა. თ. სოცოცხლეზე შეგნებულ და გაცნობიერებულ უარის თქმას ნიშნავს. დიურკემმა მოგვცა თ–თა ტიპოლოგიაც. ზოგი ავტორი ამ ტიპოლოგიაში ოთხ ტიპს გამოყოფს: ეგოისტური, ალტრუისტული, ანონიმური და ფატალისტური; ზოგი კი სამ ტიპზე მიუთითებს; ეგოისტური, ალტრუისტული და ანონიმური (რაიმონ არონი). თუმცა, დიურკემი ფატალისტურზეც მსჯელობს. თ–ის კოეფიციენტის დასადგენად იგი გვთავაზობს თანაფარდობას თ–ების რაოდენობასა და მოსახლეობის საერთო რაოდენობას შორის. დიურკემმა ყურადღება გაამახვილა ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად თ–თა კოეფიციენტის ზრდაზე. ალტრუისტულია თ. იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოების მაინტეგრირებელი ძალები თვითშენახვის ინსტიქტზე მაღლდება, ეგოისტური თ. მაშინ ხდება, როდესაც საზოგადოების მაინტეგრირებელი ძალები სუსტია; ფატალისტური თ–ისას ჯგუფი ან ორგანიზაცია ძალუმად თრგუნავს პიროვნებას; ანომიური თ. ხდება მაშინ, როდესაც საზოგადოებაში სოციალური რეგულირება მოშლილი ან დაუძლურებულია, რის გამოც ინდივიდი კარგავს სოციალურ იდენტურობას. თ. განსხვავდება თ–ის მცდელობისაგან. მცდელობა გაცილებით მეტია, ვიდრე საკუთრივ თ. თ–ის მცდელობა ორ ჯგუფად იყოფა: 1. ნამდვილი, მაგრამ თ–ის წარუმატებელი მცდელობა და 2. თ–ის ფიქტიური მცდელობა. ესაა პარასუიციდი, რომელსაც მიზნად აქვს ირგვლივმყოფთა დამოკიდებულების შეცვლა პარასუიციდის სუბიექტისადმი. ეს არის, ფაქტობრივად, ადამიანის მიერ თავისი პიროვნების მიმართ ყურადღების მოთხოვნა. რეალური თ–ის მცდელობა განმეორებითი ტენდენციის მქონეა. რამდენიმე მცდელობის შედეგად განხორციელებულ თ–თა რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე იმ ადამიანებს შორის, ვინც თ. პირველად სცადა, რადგან ბევრი ერიდება ამ მცდელობის გამეორებას განცდილის საშინელების გამო.

კატეგორია: 
ავტორები: