ტერმინი გამოიყენება სოციოლოგიაში, ფილოსოფიურ ანთროპოლოგიაში, კულტურულოგიაში. ს.ა. ყველაზე სრულად განვითარებულია კლოდ ლევი-სტროსის თეორიაში, რომელიც ეყრდნობა პირველყოფილი კულტურების კვლევის მონაცემებს. მის ჩამოყალიბებაზე უძლიერესი გავლენა იქონია დიურკემის სოციოლოგიამ, აგრეთვე კულტურულმა ანთროპოლოგიამ. ლევი-სტროსის თეორიაში გამოყენებულია ზუსტ მეცნიერებათა (ინფორმატიკის, მათემატიკური ლოგიკის, სტრუქტურული ლინგვისტიკის, ფიზიკისა და სხვ.) მეთოდები, განსაკუთრებით ლინგვისტური, რამდენადაც ენას ლევი-სტროსი ადამიანური ურთიერთმიმართებების ყველაზე სრულყოფილ მოდელად მიიჩნევს და უწოდებს „სიმბოლური გაცვლის“ მიმართებებს. სოციალური რეალობის ძირითად მასტრუქტურირებელ ფაქტორად მიჩნეულია კოლექტიური არაცნობიერი. ლევი-სტროსის თანახმად, ქვეცნობიერი უკიდურესად ინდივიდუალური და უსასრულოდ მრავალფეროვანია, არაცნობიერი გვევლინება ობიექტური საწყისის როლში, რამდენადაც არ არის დამოკიდებული ინდივიდის გრძნობებზე, აზრებსა და ზრახვებზე. პირველყოფილი კულტურების კვლევის შემდეგ, რომელიც სოციალურ ფენომენებს „სტატიკაში“ ათვალსაჩინოებს, ლევი-სტროსი თანამედროვე კულტურების კვლევით დაინტერესდა.
სტრუქტურული ანთროპოლოგია
Structural Anthropology
კატეგორია: