სტრატეგია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Strategy

სტრატეგია ერთ–ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვაა თანამედროვე მენეჯმენტში. მიუხედავად ამისა, მისი შეთანხმებული ერთი დეფინიცია არ არსებობს. ერთმანეთისგან განასხვავებენ მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან სტრატეგიებს. სტრატეგიაზე საუბრისას, პირველ რიგში, ასოცირება ხდება სტრატეგიულ გეგმასთან, რომელიც ხშირად დაწერილი დოკუმენტია. სტრატეგიული მენეჯმენტი უფრო ფართო ცნებაა და მოიცავს როგორც სტრატეგიული გეგმის შემუშავებას, ისე მის აღსრულებას (Berry, Wechsler, 1995). ასევე ის ინტეგრირებული მოდელია, რომელიც აქცენს აკეთებს იმაზე, რომ ორგანიზაციის ყველა ფუნქციურ დანაყოფს ჰქონდეს განვითარების საერთო სტრატეგია;  შიდა მენეჯერული პროცესებით და პროგრამული აქტივობებით აღწევს სასურველ შედეგს; ოპერაციონალური და ტაქტიკური გადაწყვეტილებებით ქმნის ორგანიზაციის გრძელვადიანი განვითარების გეგმას (Poister, Streib, 1999).

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). Dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.

ავტორები: