სტრატეგიული მენეჯმენტი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Strategic Management

სტრატეგიული მენეჯმენტი დღეს ფართოდ გამოიყენება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.  სტრატეგიული გეგმა არის ნებისმიერი ორგანიზაციის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ასახავს, რისი მიღწევა სურს ორგანიზაციას და როგორ აპირებს ამის გაკეთებას. სტრატეგიული გეგმა უნდა მოიცავდეს ორგანიზაციის მისიას, თუ რა ღირებეულების გამავრცელებელია ორგანიზაცია, ასევე მიზნებს, რომლის მიღწევაც ორგანიზაციას სურს და მნიშვნელოვანია გაწერილი იყოს, როგორ მიაღწევს ორგანიზაცია ამ შედეგებს.  სტრატეგიის შემუშავების დროს, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს სამ ფაქტორზე: პირველი, გარემოს ანალიზი, რადგან ნებისმიერი ორგანიზაცია მოქმედებს გარემოში და აუცილებელია გარემო ფაქტორების გათვალისწინება; მეორე, აუცილებელი კომპონენტია შიდა გარემოს ანალიზი, რადგან სტრატეგია უნდა ესადაგებოდეს ორგანიზაციის შიდა სტრუქტურას და ორგანიზაციულ კულტურას;  მესამე,  რაც ასევე  მნიშვნელოვანი ფაქტორია, არის განხორციელება. რასაკვირველია, სტრატეგია იქმნება იმისთვის, რომ განხორციელდეს და მოხდეს იმ მიზნების მიღწევა, რომლებიც გაწერილია სტრატეგიაში (Koteen, 1989). იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს სასურველი შედეგი, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს მიზანი, მოხდეს გარემოს გაანალიზება და ჩამოყალიბდეს ის გზები, რომლითაც მოხდება მიზნების მიღწევა. გარდა მიზნებისა და მათი მიღწევის გზების იდენტიფიცირებისა, მნიშვნელოვანია სტრატეგიის განხორციელებისას მოხდეს მიღწეული შედეგების გაზომვა, რათა არ მოხდეს სტრატეგიიდან გადახვევა.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). Dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.

ავტორები: