სტიმულის დისკრიმინაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Stimulus Discrimination

განპირობებულობის პროცესი, რომლის დროსაც ორგნიზმი სწავლობს, რომ განსხვავებულად უპასუხოს გამღიზიანებელს (სტიმულს), რომელიც განპირობებული სტიმულისგან რაიმე თვისებით განსხვავდება.

ზოგიერთ გარემოებაში მნიშვნელოვანია, რომ რეაქცია მხოლოდ სტიმულის მცირე რაოდენობაზე აღმოცენდეს. ორგანიზმმა არ უნდა გადატვირთოს თავი იმით, რომ ყველანაირი ცხოველისგან გარბოდეს, რომელიც ნამდვილ მტაცებელს წააგავს. სწორედ ამისათვის იყენებს ის სტიმულის დისკრიმინაციას. ამ დროს ის სწავლობს, რომ განსხვავებული რეაქცია მოახდინოს ერთისა და იმავე სახის განსხვავებულ სტიმულებზე (მაგალითად, განსხვავება წყალსა და ზეთს შორის). ორგანიზმის მიერ სტიმულის დისკრიმინაციის დასწავლა შეიძლება ექსპერიმენტული პროცესით, რომლის დროსაც სხვადასხვა ინტენსივობის ზარის შემთხვევაში მხოლოდ, მაგალითად, 1,200 ჰერცი სიხშირის ზარს მოჰყვება განუპირობებელი სტიმული, ხოლო სხვები მის გარეშე მეორდებიან. განპირობებულობის პირველ ეტაპზე განპირობებული სტიმულის მსგავსი სტიმული მსგავს რეაქციას, თუმცა არც ისე ძლიერს, წარმოშობს. დისკრიმინაციის ტრენინგის გაგრძელებასთან ერთად რეაქცია სხვა მსგავს სტიმულებზე იკლებს. ორგანიზმი თანდათან სწავლობს, რომელი სტიმული მოასწავებს განუპირობებელ სტიმულს და რომელი — არა.

ორგანიზმმა რომ ქცევა ოპტიმალურად, საჭიროდროსა და ადგილას გამოავლინოს, უნდა არსებობდეს ბალანსი სტიმულის დისკრიმინაციასა და განზოგადებას შორის. არ არის საჭირო, ბევრი დრო დაეთმოს სტიმულის დისკრიმინაციას; ამასობაში, შესაძლოა, მტაცებლის არსებობა გამოგვრჩეს და არც ზედმეტი რეაქციაა საჭირო, რათა ყველა ჩრდილი არ გვაშინებდეს. კლასიკური განპირობებულობა ორგანიზმს უზრუნველყოფს მექანიზმით, რომელიც საშუალებას აძლევს ამ უკანასკნელს, შესაბამისად რეაგირებდეს გარემოს სტრუქტურებზე.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: