ინდივიდის ან სოციალური ჯგუფის მეტ–ნაკლებად მყარი პოზიცია საზოგადოებაში, რომელიც დაკავშირებულია განსაზღვრულ უფლებებსა და მოვალეობებთან. განასხვავებენ:ა) მიღწევად ს–ს, როდესაც ინდივიდი სოციალურ პოზიციას აღწევს საკუთარი ძალისხმევის წყალობით (მაგ., მეცნიერებათა დოქტორის, მასწავლებლისა და სხვ. ს–ები);ბ) მიწერილ ს–ს, როდესაც სოციალური პოზიცია მიიღება დაბადებით ან მემკვიდრეობით (მაგ., შავკანიანად, ქალად, ქართველად და ა.შ. ყოფნა);გ) ძირითად ს–ს, რომელიც განსაზღვრავს ინდივიდის საზოგადოებრივ მდგომარეობას. ს. უნდა განვასხვავოთ სოციალური სტატუსისაგან. ეს უკანასკნელი გულისხმობს დადებით ან უარყოფით პრესტიჟსა და რეპუტაციას, რომელსაც საზოგადოების წევრები ანიჭებენ ჯგუფებს ან ინდივიდებს. მისი საფუძველია არა ეკონომიკური მდგომარეობა, არამედ სოციალური მდგომარება მთლიანობაში და რეალურად გამოხატულია (მანიფესტირებულია) განსაზღვრული ს–ის მატარებელი ინდივიდების ან ჯგუფების ცხოვრებაში. სოციალური ს–ის ცნება დაკავშირებულია ვებერთან, რომელიც მას იყენებს, როგორც უკეთეს (ადეკვატურ) საშუალებას სოციალური დიფერენციაციის ანალიზისათვის, ვიდრე ამის უფლებას კლასის ანალიზი იძლევა.
სტატუსი
Status
კატეგორია: