სახელმწიფო სოციალიზმი და გენდერული თანასწორობა საბჭოთა კავშირში

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
State Socialism and Gender Eqiality in Soviet Union

სახელმწიფო სოციალიზმს უწოდებენ ყოფილი საბჭოთა კავშირის, აღმოსავლეთ ევროპისა და სხვა კომუნისტური რეჟიმის ქვეყნების ეკონომიკურ მოდელს, რომლის იდეოლოგიური ბაზაა იყო მარქსისტულ-ლენინისტური თეორიები. სისტემა, რომელიც 30-იანი წლების საბჭოთა კავშირში აღმოცენდა, ეფუძნებოდა სახელმწიფოს მიერ წარმოების საშუალებების ფლობას, ცენტრალიზებულ დაგეგმვასა და ბიუროკრატიულ მართვას.

საბჭოთა კავშირში, რომელიც სახელმწიფო სოციალიზმის პოლიტიკური იდეოლოგიის ციტადელი იყო, ეკონომიკური, პოლიტიკური და სქესთა შორის თანასწორობა დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო: ბოლშევიკური რეჟიმი ისტორიაში პირველი ხელისუფლება იყო, რომელმაც ქალების ემანსიპაცია ერთ-ერთ მთავარ მიზნად დაისახა. უფლება და ვალდებულება, ჩართულიყვნენ ანაზღაურებად შრომაში, საბჭოთა მოქალაქის ცნების ცენტრალური კომპონენტი იყო და ქალებსა და კაცებზე თანაბრად ვრცელდებოდა. დაჩქარებული ინდუსტრიალიზაციის პროცესში ქალის შრომას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. საბჭოთა ხელისუფლებამ შრომით ძალაში მილიონობით ქალის მობილიზება შეძლო და ისინი ახალი საზოგადოების მშენებლობაში ჩააბა.

საბჭოთა კავშირის ადრეული წლებისთვის დამახასიათებელი გამოკვეთილი მახვილი ქალთა ემანსიპაციაზე, თავისუფალ სიყვარულსა და ტრადიციული ოჯახური როლების ჩამორჩენილობაზე მკვეთრად შეიცვალა სტალინის ხელისუფლებაში ყოფნის დროს (1928-1953), განსაკუთრებით, ომის მოახლოებასთან ერთად. ოფიციალურ რიტორიკაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ტრადიციული ოჯახის პროპაგანდამ, გართულდა განქორწინების პროცედურა და აიკრძალა აბორტი, რომელიც მანამდე ლეგალიზებული იყო.

მიუხედავად იმისა, რომ სქესთა თანასწორობა ოფიციალურად იდეოლოგიის დეკლარირებულ მიზნად იყო აღიარებული, რასაც კანონმდებლობაც სხვადასხვა პერიოდში მეტ-ნაკლებად უწყობდა ხელს, ქალთა ინტეგრაცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მაინც კონვენციური გზით მიმდინარეობდა. ქალებისთვის გარანტირებული იყო თანაბარი უფლებები - განათლების მიღების, დასაქმებისა და პოლიტიკური წარმომადგენლობის კუთხით, მაგრამ ქალებს იშვიათად აწინაურებდნენ სამსახურში, ისინი იშვიათად იკავებდნენ მაღალ, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებს. გარდა ასეთი ვერტიკალური სეგრეგაციისა, ძალიან მკვეთრი იყო სამუშაოს ჰორიზონტალური სეგრეგაცია - მკაფიოდ იყო გამიჯნული პროფესიები და კარიერა, რომლებიც ქალებისათვის შესაფერისად მიიჩნეოდა.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Francine Du Pleussix Gray (1989) Soviet Women, Walking the Tightrope

Encyclopedia of Sex and Gender, Men and Women in the World’s Cultures, Edited by Carol Ember, Melvin Ember

კატეგორია: 
ავტორები: