დაინტერესებული ჯგუფები, ყველა ის პირი, ჯგუფი თუ ორგანიზაცია, რომელიც ან ემხრობა, ან ეწინააღმდეგება პრობლემის გადაწყვეტას. სტეიკჰოლდერების თეორია გულისხმობს მათ, ვინც ერთიანდება წინასწარ განსაზღვრული მიზნებით, რომლებიც ყველა მხარისთვისაა მნიშვნელოვანი. ეს ჯგუფები მოიცავენ პოლიტიკის შემმუშავებლებს, სერვისის მიმღებებს, დამგეგმავებს, მთავრობას, სათემო და მოხალისეთა ორგანიზაციებს. სტეიკჰოლდერად მიიჩნევა ნებისმიერი პიროვნება ან ჯგუფი, რომელიც გავლენას ახდენს, ან მასზე ზემოქმედებს ორგანიზაციის ქმედება, გადაწყვეტილება, პოლიტიკა, პრაქტიკა ან მიზნები (Carroll, 1996, p. 74, cited in Buchholz and Rosenthal, 2004, p. 144).
***
გამოყენებული ლიტერატურა/წყაროები:
Shafritz, J. M. (2004). Dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.