სპონტანური რემისიის ეფექტი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Spontaneous Remission Effect

ფსიქიკური პრობლემების მქონე ზოგიერთი პაციენტისა და კლიენტის, რომლებსაც ფსიქოთერაპია ესაჭიროებათ, მდგომარეობის გაუმჯობესება ყოველგვარი პროფესიული ჩარევის გარეშე; ბაზისური კრიტერიუმი, რომლითაც უნდა შეფასდებს თერაპიების შედეგიანობა.

ბრიტანელმა ფსიქოლოგმა ჰანს აიზენკმა XX საუკუნის შუა წლებში განაცხადა,რომ ფსიქოთერაპია საერთოდ არ მოქმედებს. მან იმ დროისთვის ხელთ არსებული ყველა პუბლიკაცია მიმოიხილა, რომელშიც საუბარი იყო სხვადასხვა სახის თერაპიების შედეგიანობაზე და აღმოაჩინა, რომ იმ პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ თერაპიაში ჩართულნი, ისეთივე სიხშირით უმჯობესდებოდა, როგორც იმ პაციენტებისა, რომლებიც ფსიქოანალიტურ ან სხვა სახის ინსაიტური თერაპიის კურსს გადიოდნენ. მან განაცხადა, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა დაახლოებით ორი მესამედი თავისთავად გამოჯანმრთელდებოდა პრობლემის გაჩენიდან ორი წლის განმავლობაში.

აიზენკის გამოწვევის საპასუხოდ მკვლევრებმა თერაპიის შედეგიანობის შეფასების უფრო ზუსტი მეთოდოლოგიები შეიმუშავეს. აიზენკის კრიტიკულმა გამონათქვამებმა ნათელი გახადა, რომ მკვლევრებს სათანადო საკონტროლო ჯგუფები სჭირდებათ. მთელი რიგი მიზეზების გამო, ინდივიდთა გარკვეული პროცენტის მდგომარეობა, რომელსაც ფსიქოთერაპია ესაჭიროება, მართლაც უმჯობესდება ყოველგვარი პროფესიული ჩარევის გარეშე. სპონტანური რემისიის ეფექტი ის ბაზისური კრიტერიუმია, რომლითაც უნდა შეფასდეს თერაპიების შედეგიანობა. მარტივად რომ ვთქვათ, უნდა ჩანდეს, რომ რაღაცის კეთება გამოჯანმრთელების შემთხვევათა მეტ პროცენტს იძლევა, ვიდრე — არაფრის კეთება. ასევე, მკვლევრები ცდილობენ, დაგვანახონ, რომ მათ მიერ გამოყენებული მკურნალობა უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე კლიენტის საკუთარი განკურნების მოლოდინის გამოყენებაა.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: