მუსიკის სოციოლოგია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Sociomusicology

სოციოლოგიის დარგი. შეისწავლის მუსიკასა და სოციალურ–კულტურული ცხოვრების სხვა ასპექტებს შორის კავშირის შედეგად წარმოქმნილ პროცესებს. ფუნქციონალისტური წარმოდგენით, სამუსიკო კულტურა ადამიანური საზოგადოების უნივერსალური თავისებურებაა, ასრულებს სოციალურ, აგრეთვე, ინდივიდუალურ და ექსპრესიულ ფუნქციებს. მუსიკის სოციოლოგიური შესწავლა მაქვს ვებერის ინტერესის საგანსაც წარმოადგენდა. ამ საკითხისადმი ადრინდელი მიდგომები ყურადღებას ამახვილებს მუსიკის ელიტარულ და პოპულარულ ფორმებს შორის განსხვავებასა და მის იდეოლოგიურ მნიშვნელობაზე (ადორნო, ბენიამინი). გერმანელი ფილოსოფოსი, სოციოლოგი, მუსიკათმცოდნე თ. ადორნო მასობრივი კულტურის გაანალიზებისას აღნიშნავდა კულტურის კომერციალიზაციასა და გაუხამსებას, მის გარდაქმნას „გართობის ინდუსტრიად“. იგი მიიჩნევდა, რომ პოპულარული მუსიკა იწერება მხოლოდ გასაყიდად, ის იქცა სტანდარტიზებულად და მექანიკურად, არსებული საზოგადოებრივი სისტემის მსახურია და მისი „სოციალური ცემენტი“, საბაზრო ძალების მიერ მანიპულაციასა და გაბატონებული კლასების ზემოქმედებას ემორჩილება, რადგან იმართება რეკლამის მიმწოდებლით, ტელევიზიით, კინოთი, ისინი კი, თავის მხრივ, ადამიანს კონფორმულობისკენ უბიძგებს. ადორნოს პოზიცია პესიმისტურად და ელიტარულად მიიჩნევა. ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა მუსიკის შესწავლა სტრუქტურალისტური და სემიოლოგიური თვალთახედვით, განსაკუთრებული ინტერესის საგანია, ერთი მხრივ, სამუსიკო სუბკულტურები (ჯაზი, ბლუზი), მეორე მხრივ, მუსიკა სუბკულტურებში, განსაკუთრებით, ახალგაზრდულში. კულტურალურ კვლევებში პოპმუსიკა გაიაზრება წინააღმდეგობრივ სფეროდ: ერთი მხრივ, მის ფორმირებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გაბატონებული კლასები, მეორე მხრივ, პოპმუსიკით ხალხი გულწრფელად უპირისპირდება ყოველგვარ ჰეგემონიას. მიდლტონი ნაშრომში „ვსწავლობთ რა პოპულარულ მუსიკას“ (1990) განსაკუთრებით აღნიშნავს ხალხური ღირებულებების გააქტიურების ტენდენციას პოპკულტურის, მათ შორის მუსიკის ზეგავლენითა და მეშვეობით. საკვლევად მიმართავენ მრავალგვარ მეთოდს: სახელმწიფო და დარგობრივი სტატისტიკური მონაცემების ანალიზს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას, კონტენტ–ანალიზს, სემანტიკურ, ინსტიტუციურ–ორგანიზაციულ ანალიზსა და სხვა.

კატეგორია: 
ავტორები: