Sociology of Village
გლეხური, აგრარული საზოგადოებებისა და მათი ტრანსფორმაციის კვლევა და თეორია. ს. ს. მოიცავს სოფლის მეურნეობის წარმოების ორგანიზაციული ფორმებისა და გლეხური მეურნეობის კვლევას განსხვავებული ეკოლოგიური ჩარჩოს ფარგლებში. ამასთან, იგი შეისწავლის გლეხური საზოგადოების სტრუქტურას, პერსონალური და სახელმწიფო მფლობელობის, საკუთრების ფორმებს გლეხური საზოგადოების წიაღში, ასევე ტრადიციული სტრუქტურების ცვლილების პროცესს, გლეხთა სხვადასხვა ხასიათის მოძრაობებს. ს. ს–ში ასევე იკვლევენ ინდუსტრიული საზოგადოების პირობებში სოფლის სივრცისა და თემის სტრუქტურას და მათ შეცვლილ ფუნქციას. ს.ს. როგორც სოციოლოგიის დარგი XIX ს–ის მე–2 ნახევარში ჩამოყალიბდა. მას საფუძველი ჩაუყარეს ა. გელენმა, ფ. ზნანეცკიმ, კ. ციმერმანმა.
კატეგორია: