საერთაშორისო ურთიერთობების სოციოლოგია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Sociology of International Relations

სოციოლოგიის დარგი,რომელიც სწავლობს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობას: თანამშრომლობის, თანაარსებობის, ურთიერთგაგების, კონფლიქტის, კოლონიზაციის და ა.შ. სოციოლოგიურ ასპექტებს. ს.უ.ს-ის მთავარი ამოცანაა ახსნას სახელმწიფოთა შორის კონფლიქტის არსებობის მიზეზები, შეიმუშაოს. მისი გადაჭრის გზები და მეთოდები, დასახოს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ისეთი რაციონალური ფორმები, რომლებიც ემყარება ჰუმანიზმის, თანასწორობის, მშვიდობიანი თანაარსებობის, ურთიერთდახმარებისა და ურთიერთპატივისცემის აღიარებულ პრინციპებს. თანამედროვე პირობებში, როცა მასობრივი განადგურების საშუალებების არსებობა საფრთხეს უქმნის კაცობრიობას, ს.უ.ს-ის ფოკუსში ექცევა ისეთი საკითხები, როგორიცაა საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების სისტემის უზრუნველყოფის, განიარაღების, საერთაშორისო ტერორიზმის, ეკოლოგიური კრიზისის, სეპარატიზმის დაძლევის სოციალური საკითხები, ახალი პოლიტიკური აზროვნების დამკვიდრება, ინტერნაციონალიზაცია და გლობალიზაცია, რაც ორიენტირებულია ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე. ს.უ.ს-ის კვლევის მეთოდებია: სტრუქტურულ-ფუნქციური ანალიზი (ა.ეტციონი), სოციალურ-ფსიქოლოგიური ანალიზი (ი.გალტუნგი), ლიბერალურ-დემოკრატიული მიდგომის მეთოდი (ჩ.ნილსი), სისტემური კვლევისა და მოდელირების მეთოდი, შედარებით-ისტორიული მეთოდი, თამაშისა და ოპერაციონალიზმის მეთოდი და ა.შ.

კატეგორია: 
ავტორები: