Sociology of History
სოციოლოგიის დარგი, რომელიც 1) იკვლევს საზოგადოებების ისტორიულად არსებულ ფორმებს და რომელიც უფრო ვიწრო აზრით იყენებს ისტორიულ წყაროებს; 2) შედარებითი სოციოლოგიის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ისტორიულად არსებულ საზოგადოებებს და მათში მომხდარ ცვლილებებს სწავლობს. მართალია, ი.ს. გარკვეული აზრით მოდიდან გამოვიდა, მაგრამ ისეთი ავტორების წყალობით, როგორებიც არიან მური ვალერშტაინი (აშშ), ანდერსონი, მანი და ელიასი (ინგლისი) და რომელთა თანახმადაც, სოციალური ცვლილებების ყველა ზოგადი თეორია ი.ს-ს წარმოადგენს, იგი კვლავ პოპულარული გახდა. რ. აბრამსის აზრით, ი.ს. შეადგენს ტრადიციული სოციოლოგიის ბირთვს. ი.ს-ის განვითარებისადმი მიძღვნილია დ. სმიტის შრომა „ისტორიული სოციოლოგიის აღმოცენება“.
კატეგორია: