შემეცნების სოციოლოგია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Sociology of Cognition

სოციოლოგიის განყოფილება, რომელიც შეისწავლის შემეცნების, მათ შორის გაგების, ცოდნის სოციალურ პრობლემებს. საყოველთაოდ მიღებული აზრით, შ.ს. მრავალი სოციოლოგიური თეორიის განუყოფელი ნაწილია. მაგ., კონტის სამი სტადიის კანონი ხსნის საზოგადოების ინტელექტუალურ და სოციალურ განვითარებას. შ.ს-ის მომიჯნავე მიმართულებებია მეცნიერების სოციოლოგია, რელიგიის სოციოლოგია, ხელოვნებისა და ლიტერატურის სოციოლოგია. უკანასკნელ წლებში აშკარაა ეპისტემოლოგიური (შემეცნების თეორია ფილოსოფიაში) საკითხებისადმი სოციოლოგიური მიდგომები (მაგ., კუნის ნაშრომი მეცნიერების შესახებ). შ.ს-ის ცენტრალური პერობლემაა შემეცნებისა და აზროვნების ყველა ისტორიული ტიპის კონკრეტული ანალიზი, თითოეული მოცემული ეპოქის სოციალურ-კულტურულ წანამძღვრებთან ურთიერთკავშირში. ეს პრინციპულად განასხვავებს შ.ს-ს აზროვნებისადმი ე.წ. წმინდა გნოსეოლოგიური მიდგომისგან, რომლისთვისაც დამახასიათებელია მისი მოწყვეტა კონკრეტული ისტორიული ფონისაგან და მისი შეფასება აპრიორული ნორმების თვალსაზრისით. შ. ს-ის მიზანია ამ შეზღუდული და არაისტორიული მიდგომის დაძლევა. მისი ძირითადი წანამძღვარია - აზროვნება არ უნდა განიხილებოდეს სტრუქტურალისტური ავტონომიურობის მანერით, რაც ეჭვქვეშ აყენებს აზროვნების კონკრეტული ისტორიული ტიპების კონკრეტულ ურთიერთკავშირს, არც - გნოსეოლოგიური ტელეოლოგიზმის სულისკვეთებით, რაც აზროვნების მთელ ისტორიულ პროცესს ხსნის ერთი ტიპის (მაგ., რაციონალობის) საზომით. შ.ს. გნოსეოლოგიური მეთოდოლოგიის დახმარებით პირველად იძენს კონკრეტულობას და ისტორიულ შინაარსობრიობას. შ. ს-ის ყველაზე საინტერესო კონცეფციები ეკუთვნის მ. ვებერს, მ. შელერს, კ. მანჰაიმს. კ. მანჰაიმი გამოვიდა მისი პრობლემების რედუქციონისტული გადაწყვეტის წინააღმდეგ. (მაგ., მარქსიზმის მიხდვით, კლასობრივი და ეკონომიკური ინტერესები ძირითადია ცოდნის შემეცნების ფორმირებასა და შედეგების განსაზღვრაში). კ. მანჰაიმის გაგებით, არა მარტო კლასობრივი და ეკონომიკური ინტერესები ფიგურირებს ამ პოცესში, არამედ ჯგუფური კუთვნილება და სოციალური მდგომარეობაც არანაკლბ როლს ასრულებს ამ საქმეში. მანჰაიმი მნიშვნელოვნად განასხვავებს ცოდნის „რეალისტურ“, „იდეოლოგიურ“ და „უტოპიურ“ ფორმებს, ავლენს თითოეულის არსებობის განმაპირობებელ სოციალურ პირობებს. შ.ს. გამოიყენება მრავალ გამოკვლევაში, კერძოდ, მეცნიერების სოციოლოგიისა და ყოფითი ცოდნის სოციალური კონსტრუირების ჩარჩოებში.

კატეგორია: 
ავტორები: