სოციალური სოლიდარობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Social Solidarity

ცნება, რომლითაც აღინიშნება საზოგადოების ან სოციალური ჯგუფის მიერ გამოვლენილი ინტეგრაციის, ურთიერთდაინტერესებისა და სიმჭიდროვის ხარისხი. სოციალური ინტეგრაციის საფუძვლები განსხვავებულია სხვადასხვა ტიპის საზოგადოებაში. ამ თვალსაზრისით, დიურკემი განასხვავებს ორი ტიპის – მექანიკურ და ორგანულ – სოლიდარობას. მექანიკური სოლიდარობა დამახასიათებელია ტრადიციული აგრარული საზოგადოებებისათვის, როდესაც ადამიანებს უჩნდებათ სხვებთან იდენტიფიკაციის განცდა, ვინაიდან მათი ფუნდამენტური ცხოვრებისეული გამოცდილება ერთმანეთის მსგავსია, რაც საზოგადოების სტაბილურობის წყაროა. სოციალური წესრიგის პირობას ამ შემთხვევაში წარმოადგენს კოლექტიურობის განცდა, რასაც დიურკემი „კოლექტიურ სინდისსაც“ უწოდებს. რაც შეეხება ორგანულ სოლიდარობას, იგი დამახასიათებელია ინდუსტრიული საზოგადოებებისათვის, რომლებიც შრომის დანაწილების, ე.ი. დიფერენციაციისა და სპეციალიზაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ეს ზრდის საზოგადოების წევრებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას – ინდივიდებს არ შეიძლება ჰქონდეთ იმის იმედი, რომ უზრუნველყოფენ ყველა ცხოვრებისეულ საჭიროებას თვითონ, სხვა ინდივიდებთან კავშირის („ბმის“) გარეშე. ორგანული სოლიდარობა აღნიშნავს ეკონომიკური კავშირების ურთიერთდამოკიდებულებას, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს კონსენსუსსა და ინტერესების შეჯერებას.

კატეგორია: 
ავტორები: