Social Psychotherapy
ფსიქოთერაპიის ერთ–ერთი ყველაზე თანამედროვე სფერო. მისი აღმოცენება განაპირობა ბიჰევიორიზმისა და ფსიქოანალიზის უკმარისობამ და იმის მოთხოვნილებამ, რომ პიროვნებაცა და მისი სოციალური გარემოცვაც უკეთ გააზრებულიყო. ს.ფ. ორიენტირებულია იმ ადამიანთა დახმარებაზე, რომლებიც აღმოჩდნენ რთულ ცხოვრებისეულ ვითარებებში (თავიანთ საქმიანობაში, რაიმე სოციალურ ჯგუფში), მაგრამ ისინი სამედიცინო დაწესებულებების პაციენტები არ არიან. მთლიანობაში ესაა სოციალურ მოქმედებაზე ზეგავლენის მოსახდენ მეთოდთა სისტემა, რომელიც გამოიყენება დევიაციის ყველა ფორმის (დანაშაული და სხვ.) კორექციისათვის.
კატეგორია: