სოციალური ინსტიტუტები

Social Institutes

სოციოლოგიაში მრავალმნიშვნელოვანი ტერმინი; გამოიყენება ძირითადად ნორმატიულ-შემზღუდველი წესრიგის შემქბნელ, დადგენილ ქცევით მოდელებთან მიმართებაში. ს.ი-ში მოიაზრება: 1. საზოგადოებრივი ცხოვრებისა და რეგულირების ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმები (ოჯახი, რელიგია, განათლება, ეკონომიკური სისტემა, პოლიტიკური სისტემა), რომლებიც უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებას; 2. სოციალური მოღვაწეობის ძირითადი სახეები, რომლებსაც ახორციელებს მოცემული საზოგადოების წევრთა უმრავლესობა; 3. ნორმები, ღირებულებები, როლები, დანაწესები, ქცევის ნიმუშები, კონტროლის სისტემები, რომლებსაც მისდევს უმრავლესობა. ტერმინი სხვადასხვა თეორიაში განსხვავებულ მნიშვნელობას ატარებს, ამიტომ ხშირად ორაზროვანია.

კატეგორია: 
ავტორები: