ამ ტერმინით აღნიშნავენ სოციალურ ფენომენებს, რომლებიც გარეგანია ინდივიდების მიმართ, მაგრამ მათთვის შემზღუდველი და მაიძულებელი მნიშვნელობა აქვს. აღნიშნული გაგება შემოიტანა დიურკემმა, რომელმაც ს.ფ. განსაზღვრა, როგორც „ქმედებათა ყოველი წესი – მდგრადი ან არამდგრადი, რომელსაც ძალუძს ინდივიდზე გავლენა მოახდინოს გარე იძულების საშუალებით ან სხვაგვარად: რაც გავრელებულია მოცემული საზოგადოების მთელ სივრცეზე და იმავდრიულად გააჩნია საკუთარი, თავისივე ინდივიდუალური გამოვლინებისაგან დამოუკიდებელი არსებობა.“ ს.ფ–ის კარგი მაგალითია კანონი, რამდენადაც ის არსებობს ინდივიდისაგან დამოუკიდებლად, თუმცა განსაზღვრავს, „ფორმას აძლევს“ მისი მოქმედებების მსვლელობას. დიურკემი ამტკიცებდა, რომ სოციოლოგებმა ს.ფ–ები უნდა იკვლიონ როგორც ნივთები, რაც იმას ნიშნავს, რომ განიხილონ ისინი რეალურად, ანუ ობიექტურად არსებულად. შესაბამისად, სოციოლოგიამ სოციალური მოქმედებები უნდა ახსნას ს.ფ–ების პოზიციიდან და არა ინდივიდის სუბუექტური მოტივაციების საფუძველზე.
სოციალური ფაქტი
Social Fact
კატეგორია: