გამოყენებითი სოციოლოგიის მიდგომათა ერთობლიობა, რომელიც ორიენტირებულია ადამაინთა მოქმედების, განწყობებისა და მათზე კონტროლის მიზანდასახულ წარმართვაზე. ს.ი-ის იდეა და მისი პრაქტიკული რეალიზაციის პრინციპები ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე „ადამიანური ინჟინერიის“ ჩარჩოებში. თვით ტერმინი ს.ი. ამერიკულ სოციოლოგიაში მხოლოდ XX ს-ის 60-იან წლებში გამოჩნდა. „ადამიანური ინჟინერიის“ შესასწავლი ძირითადი პრობლემებია: შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საწარმოო ტრამვატიზმის შემცირება, მანქანების ეფექტურობის ამაღლება, მუშაკის დაქანცულობის შემცირება და კომფორტულობის, ადაპტაციის უზრუნველყოფა „ადამიანი - მანქანის“ სისტემაში, შრომითი მოღვაწეობის ჰუმანიზაცია და, საბოლოო ჯამში, საზოგადოების სტაბილურობის დამკვიდრება. ს.ი-ის სპეციალისტები მუშაობენ უმთავრესად წარმოების სოციალურ პრობლემებზე. როგორც წესი, მათ აქვთ კომპლექსური მომზადება რიგ მეცნიერებებში, ამ მიზნით თავიანთ კვლევით და პრაქტიკულ მოღვაწეობაში იყენებენ სოციოლოგიის, სოციალური ფსიქოლოგიის, ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიის, ეკონომიკის მონაცემებს. ს.ი-მ განსაკუთრებული განვითარება ჰპოვა აშშ-ში. უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში ფუნქციონირებს ს.ი-ის სპეციალისტთა მომზადების კურსები. მასშტაბური პროექტების განხორციელებაში ინტენსიურად გამოიყენება სხვადასხვა რიგის სოციალური ტექნოლოგიები, აქტიურად ინერგება პრაქტიკული რეკომენდაციები შრომითი ურთიერთობების გაუმჯობესების, წარმოებისა და შრომის ჰუმანიზაციის მიმართულებით.
სოციალური ინჟინერია
Social Engineering
კატეგორია: