საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა, რომლის მიხედვითაც, მსოფლიო პოლიტიკური პროცესების განმსაზღვრელია საერთაშორისო საზოგადოების წესები და ნორმები, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობების მონაწილეთა ინტერესებს განაპირობებს. ს. კ–ის მიხედვით, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების არსში წვდომა სწორედ ამ ნორმებისა და წესების ანალიზის საფუძველზეა შესაძლებელი. ნორმები და წესები არ არის მხოლოდ სახელმწიფოთა რაციონალური ინტერესების გამოხატულება. ისინი პარამეტრებია, რომელთა შიგნითაც ხდება ინტერესების ფორმულირება. ინტერესების გაგებისას წესებისა და ნორმების მხედველობაში მიღება აუცილებელია, რადგან ისინი არაა უბრალო დანამატები, არამედ თავად ახდენენ გავლენას ინტერესებზე. კონსტრუქტივისტები არ ცდილობენ სოციალური თეორიის მთლიანად შეცვლას. ისინი მიუთითებენ, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში ცვლილებების უფრო ფართო შესაძლებლობები არსებობს, ვიდრე სახელმწიფოებისაგან შექმნილი საერთაშორისო სისტემის ანალიზი.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი