Social adaptation
1. სოციალური გარემოს მატერიალურ პირობებთან, ნორმებთან და ღირებულებებთან ინდივიდის ან ინდივიდთა ჯგუფის აქტიური შეგუების მუდმივი პროცესი; 2. ამ პროცესის შედეგი. სოციალური გარემოს კომპონენტთა ურთიერთშეთანადება დამოკიდებულია ინდივიდის ან ინდივიდთა ჯგუფის მიზნებსა და ღირებულებით ორიენტაციებზე, სოციალურ გარემოში მათი მიღწევის შესაძლებლობაზე. ს. ა-ის მნიშვნელოვანი ასპექტია ინდივიდის მიერ სოციალური როლის მიღება. ამის გამო ს. ა. შედის პიროვნების სოციალიზაციის ძირითად სოციალურ-ფსიქოლოგიურ მექანიზმთა ჯგუფში.
კატეგორია: