სქესობრივი სეგრეგაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Sex Segregation

სქესობრივი სეგრეგაცია არის ადამიანების ფიზიკური და კულტურული დაყოფა  მათი ბიოლოგიური სქესის მიხედვით. ამ ტერმინს, ძირითადად, შრომის ბაზარზე, ზოგადად, ან მის კონკრეტულ ნიშებში ერთ-ერთი სქესის მონაწილეობის შეზღუდვის აღსანიშნავად იყენებენ.

სქესობრივი სეგრეგაცია შეიძლება, იყოს მთლიანი ან ნაწილობრივი. ამ უკანასკნელთან საქმე გვაქვს მაშინ, როდესაც ერთი სქესის წარმომადგენელი მუშაკები საგრძნობლად ჭარბობენ გარკვეული სახის სამუშაოზე სხვა სქესის წარმომადგენლებს.

მკვლევარი დევიდ კოენი სქესობრივი სეგრეგაციის შემდეგ სახეებს განასხვავებს: სავალდებულო (mandatory), ადმინისტრაციული, წახალისებული (permissive), ნებაყოფლობითი (voluntary). სავალდებულო და ადმინისტრაციული სქესობრივი სეგრეგაცია სახელმწიფო რეგულაციებით კონტროლდება (მაგალითად, ქალებისა და მამაკაცების განთავსება სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში), მაშინ, როცა წახალისებული და ნებაყოფლობითი სქესობრივი დაყოფა შეიძლება იყოს საჯარო და კერძო ინსტიტუტების არჩევანი ან თავად ქალის გადაწყვეტილება.

სქესობრივი სეგრეგაცია სამუშაო ადგილებზე ორგვარია: ვერტიკალური და ჰორიზონტალური. ჰორიზონტალური სეგრეგაცია პროფესიებში სქესთა არათანაბარი განაწილებაა. ასე, მაგალითად, ძირითადად მამაკაცები არიან დასაქმებულნი ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საინჟინრო საქმე, მეცნიერება, მშენებლობა, ტრანსპორტი, პოლიცია და ა. შ., ხოლო ჰუმანიტარულ, სახელოვნებო და სოციალურ სფეროებში, სკოლის მასწავლებლებად, სხეულის მოვლისა და სერვისის სხვა სფეროებში უმრავლესობა ქალია. ვერტიკალურ დაყოფაში იგულისხმება სქესების არათანაბარი განაწილება იერარქიულ საფეხურებზე - მამაკაცები ჭარბობენ ხელმძღვანელ პოზიციებზე იმ სფეროებშიც კი, რომლებშიც ქალები შეადგენენ დასაქმებულთა უმრავლესობას. სამუშაო ადგილებზე ორივე სახის სქესობრივი სეგრეგაცია პირდაპირ აისახება ქალთა და მამაკაცთა ფინანსურ მდგომარეობაზე: იმ სფეროებში, რომლებშიც ძირითადად მამაკაცები არიან დასაქმებულნი, როგორც წესი, უფრო მაღალია ანაზღაურება, ვიდრე სფეროებში, სადაც ქალი მუშაკები ჭარბობენ; ხელმძღვანელ პოზიცებზე მყოფნიც, რასაკვირველია, რიგით მუშაკებზე უფრო მაღალ ანაზღაურებას იღებენ.

სქესობრივი სეგრეგაცია თავისთვად დისკრიმინაციული პრაქტიკაა. ამიტომ ფემინტები მხარს უჭერენ დესეგრეგაციულ პოლიტიკას, რომლის მიზანია აღმოფხვრას სქესობრივი დაყოფა სამუშაო ადგილებზე. დესეგრეგაციული პოლიტიკა მოუწოდებს ქალებსა და მამაკაცებს დასაქმდნენ ისეთ სფეროებში, რომლებიც სტერეოტიპულად სააწინააღმდეგო სქესის საქმედ მიიჩნევა.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Padavic I., Reskin B.( 2002)"Women and Men at Work," pp.1-43, Pine Forge Press, London.

კატეგორია: 
ავტორები: