მოვლენა, როცა რეცეპტორული უჯრედები კარგავენ თავიანთ ძალას და ვერ ახერხებენ რეაგირებას გარკვეული დროის განმავლობაში უცვლელ გამღიზიანებელზე; იძლევა უფრო სწრაფი რეაგირების საშუალებას ინფორმაციის ახალ წყაროზე.
ცნობილია, რომ სენსორული სისტემა სენსორული გარემოს ცვლილებებისადმი უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე მყარი მდგომარეობებისადმი. სისტემები ისეთნაირად ვითარდებიან, რომ ხელს უწყობენ გარემოდან მომდინარე ახალი სიგნალებისადმი შეჩვევას ადაპტაციის პროცესისით. სენსორული ადაპტაცია სენსორული სისტემების ხანგრძლივი გაღიზიანების მიმართ მგრძნობიარობის დაქვეითებაა (თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ადაპტაცია მგრძნობიარობის არა მხოლოდ დაქვეითებაა, არამედ მისი მომატებაც სუსტი ინტენსივობის გამღიზიანებლის ზემოქმედების პირობებში). მაგალითად, ალბათ, შეგინიშნავთ, რომ მზის კაშკაშა სინათლე ნაკლებად დამაბრმავებლად აღქიმება, როცა გარკვეული პერიოდის მანძილზე გარეთ იმყოფებით. ადაპტაციის ყველაზე სასურველი გამოცდილება ადამიანებს ყნოსვის სფეროში აქვთ: თუ შედიხართ ოთახში, სადაც მძაფრი სუნი დგას, გარკვეული დროის შემდეგ თქვენი ყნოსვითი სისტემა ადაპტირდება და სუნის შეგრძნებაც შემცირდება (ან სულაც გაქრება).
გარემო, რომელშიც ცხოვრობთ, ყოველთვის სავსეა მრავალფეროვანი სენსორული გამღიზიანებლებით. ადაპტაციის მექანიზმი საშუალებას გაძლევთ, შეამჩნიოთ და იმოქმედოთ უფრო სწრაფად, ინფორმაციის ახალი წყაროს მოთხოვნების შესაბამისად.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.