მე-19 საუკუნეში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაჩნდა „self-made man“-ის იდეალი, რომელიცგულისხმობდა საშუალო ან დაბალი ფენიდან გამოსულ ადამიანს, რომელმაც საკუთარი ძალებით მიაღწია წარმატებას (ძირითადად გაგებულს ეკონომიკურ კეთილდღეობად და სოციალურ გავლენად).ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იყომამაკაცურობის ახლებურ გაგებაში.მამაკაცებს თავიანთ მამაკაცობა საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი წინააღმდეგობების საკუთარი ძალებით გადალახვით უნდა დაემტკიცებინათ.იბეჭდებოდა წიგნები და ჟურნალები, სადაც მამაკაცებს წარმატების მიღწევის ეფექტურ გზებს სთავაზობდნენ.ამ კონტექსტში სელფმეიდი მამაკაცის იდეალი იყო მამაკაცი, რომელმაც ბევრი იშრომა, არ სვამს, აკონტროლებს თავის ვნებებს, ვარჯიშობს.
ამ პერიოდში მამაკაცურობა პირველ რიგში უპირისპირდებოდა ბიჭობას და შემდეგ ქალობას. სელფმეიდი კაცისთვის დამახასიათებელი იყო სერიოზულობა და საღი აზრი, რაც ქალებსაც ახასიათებდათ, მაგრამ ბიჭებს ჯერ კიდევ არ გააჩნდათ ეს თვისებები.საინტერესოა, რომ მამაკაცებს, რომლებმაც წარმატებას ვერ მიაღწიეს, ბიჭობას, უმწიფრობას საყვედურობდნენ და არა ქალურობას.
სელფმეიდი მამაკაცის კონსტრუქტი სოციალურ რეალობას წარმოადგენს ისე, თითქოს შესაბამისი სათნოებებით (გონიერება, შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა, შეუპოვრობა, დამოუკიდებლობა, ზომიერება) აღჭურვილი ადამიანისათვის არ არსებობს პრინციპული დაბრკოლებები სოციალურ კიბეზე აღმასვლაში; ხოლო ნებისმიერი მარცხი და გაჭირვება ინდივიდის პირადი პასუხისმგებლობა გამოდის.ამასთან, სელფმეიდი ადამიანის არსებული პარადიგმები, როგორც წესი, ქალებს გამორიცხავს „საკუთარი ბედის შემქმნელი“ სუბიექტის როლიდან.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
ჯავახიშვილი, ნ., ბერეკაშვილი, ნ. (2007). გენდერის საკითხავი ლიტერატურა. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.