თვითქმნადი წინასწარმეტყველება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Self-fulfilling Prophecy

სოციალურ ურთიერთქმედებებში ადამიანები საკუთარი ქცევის დაგეგმვისას ხშირად იყენებენ მიკერძოებულ რწმენებსა და მოლოდინებს სხვების შესახებ. მათი ქცევა, თავის მხრივ, შეიძლება ზემოქმედებდეს ამ სხვებთან ურთიერთობაზე და ისინი იმგვარად იქცეოდნენ, რომ ამართლებდნენ საწყის რწმენებს. ფენომენი, როდესაც რწმენა ქმნის რეალობას, სხვადასხვა სახელით არის ცნობილი, როგორიცაა თვითქმნადი წინასწარმეტყველება, მოლოდინის დადასტურება და ქცევითი დადასტურება.

ამრიგად, თვითქმნადი წინასწარმეტყველება ზოგიერთ შესაძლო ქცევებთან და მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული წინასწარმეტყველებებია, რომლებიც იმგვარად ცვლიან ქცევით ურთიერთობებს, რომ ისინი ისეთ სახეს იღებენ, როგორსაც ადამიანები ერთმანეთისგან ელოდნენ.

მაგალითად, დავუშვათ, წვეულებაზე მიდიხართ და მხიარულ საღამოს ელით, თქვენი მეგობარი კი ამავე წვეულებაზე მხოლოდ მოწყენილობის მოლოდინშია. ამ მოლოდინების გათვალისწინებით, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენად განსხვავებულად მოიქცევით თქვენ და თქვენი მეგობარი? ქცევის ეს განსხვავებული ფორმები, თავის მხრივ, შეიძლება იმის შესატყვისადაც შეიცვალოს, თუ როგორ მოგექცევიან სხვები.

თვითქმნადი წინასწარმეტყველებები გამოვლენილ იქნა სხვადასხვა კონტექსტში და მრავალგვარი მოლოდინების შემთხვევაში, მათ შორისაა გენდერის, რასის, ასაკისა და პიროვნების შესახებ რწმენები და, ასევე, მოწონების ან არმოწონების მოლოდინები, სხვა ადამიანების შესახებ ჰიპოთეზები, საკუთარ თავზე წარმოდგენები, სტიგმისა და უნარების შემთხვევითად მიწერა.

ამ ფენომენის მექანიზმების შესახებ მსჯელობები ურთიერთქმედების ოთხ საფეხურზე ფოკუსირდება: (1) აღმქმელი იქმნის რწმენებს სამიზნეს შესახებ, (2) აღმქმელი ამ სამიზნეს ისე ეპყრობა, თითქოს ეს რწმენები მართალი იყოს, (3) სამიზნე საკუთარ ქცევას აღმქმელის შეთავაზების შესატყვისად ცვლის და (4) აღმქმელი სამიზნეს ქცევას საკუთარი რწმენების დამადასტურებლად მიიჩნევს. 

კვლევების უმეტესობა მეორე საფეხურზე კონცენტრირდება, კერძოდ, იმაზე, თუ როგორ აღწევს აღმქმელი საკუთარი რწმენების დადასტურებას. სნაიდერმა და სვენმა (1978) გამოთქვეს მპსაზრება, რომ თვითქმნადი წინასწარმეტყველება, შესაძლოა ჰიპოთეზის შემოწმების დამადასტურებელი სტრატეგიების შედეგი იყოს. აღმქმელი, რომელიც მოტივირებულია განსაზღვროს, ერგება თუ არა სამიზნე მის მოლოდინებს, ისეთ კითხვებს სვამს, რომლებზეც, უპირატესად, დამადასტურებელ ემპირიულ საბუთებს ეძებს. კვლევები აჩვენებს, რომ ეს დამადასტურებელი სტრატეგიები აღმქმელის სოციალურ კომპეტენციასაც შეიძლება ასახავდნენ და აღმქმელსა და სამიზნე ობიექტებს შორის ემპათიის შთაბეჭდილების შექმნას უწყობდნენ ხელს. ამგვარად, დამადასტურებელ სტრატეგიებს სოციალური ღირებულება შეიძლება ჰქონდეთ: ურთიერთქმედებებს მეტად სასიამოვნოს ხდიდნენ. თუმცა, ამავე დროს, თვითქმნადი წინასწარმეტყველების თანმიმდევრობას უდებდეს სათავეს.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1. 

კატეგორია: 
ავტორები: