სახელმწიფოთა მიერ უსაფრთხოების სფეროში საერთო ინტერესების საფუძველზე შექმნილი წესებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურების ერთობლიობა, რომელიც უსაფრთხოების კომპლექსში შექმნილი პრობლემების გადაწყვეტას ითვალისწინებს. საერთაშორისო ანარქიის პირობებში უ.რ–ის შექმნას ნეორეალისტები შეუძლებლად მიიჩნევენ, რადგან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ერთჯერადმა დარღვევამაც კი მონაწილე მხარეები შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიიყვანოს. ჯერვისი უ.რ–ის წარმოშობისათვის რამდენიმე წინაპირობას აყენებს, მათ შორის დიდი სახელმწიფოების მხრიდან დაინტერესებას. უ.რ. შეიძლება განვიხილოთ როგორც გარდამავალი ეტაპი უსაფრთხოების კომპლექსსა და უსაფრთხოების თანამეგობრობას შორის.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი