საერთაშორისო ანარქიით გამოწვეული მდგომარეობა, როდესაც საკუთარი უსაფრთხოების გაზრდით დაინტერესებული სახელმწიფოები საყოველთაო უნდობლობის ვითარებასა და უზენაესი საერთაშორისო ხელისუფლების არსებობის პირობებში თავიანთ სამხედრო ძლიერებას ზრდიან. ამით ისინი სხვა სახელმწიფოებს საფრთხის შეგრძნებას უძლიერებენ, რასაც ამ უკანასკნელთა მხრიდანაც სამხედრო ძლიერების ზრდა მოსდევს. შედეგად იქმნება ჩაკეტილი წრე. რომლის მონაწილეებიც სამხედრო ძლიერების ზრდით სასურველის საწინააღმდეგო შედეგს, ომის საშიშროებას აღწევენ. უ.დ–ის გამომწვევი მიზეზები საერთაშორისო სისტემის ანარქიული ხასიათის გარდა, შეიძლება აღქმის ფსიქოლოგიურ სირთულეებშიც ვეძიოთ. ჯერვისის აზრით, უ.დ–ის სიმწვავე დამოკიდებულია თავდაცვა–შეტევის სამხედრო დოქტრინებზე და სამხედრო ტექნოლოგიებში არსებულ ვითარებაზე.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი