სახელმწიფოთა ჯგუფი, რომელთა უსაფრთხოების ძირითადი პრობლემები იმდენად მჭიდროდაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული, რომ თითოეული მათგანის ეროვნული უსაფრთხოების საკითხები დანარჩენისაგან მოწყვეტილად ვერ გადაწყდება. ბიუზანის აზრით, სახელმწიფოთა უმრავლესობა საგარეო პოლიტიკის წარმართვისას, უპირველეს ყოვლისა, რეგიონულ კონტექსტს ითვალისწინებს, ანუ სახელმწიფოთა უსაფრთხოების პრობლემატიკაში რეგიონული საკითხები დომინირებს. თუმცა უ.კ–ის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს შეიძლება რეგიონის მეზობელი დიდი სახელმწიფოები ან ზესახელმწიფოებიც წარმოადგენდეს. უ.კ–ის ცნება საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის დონეებს შორის ანალიზის რეგიონული დონის დამკვიდრების მცდელობაა.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი