სეკულარიზაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Secularization

პროცესი, რომლის დროსაც რელიგიური აზროვნება, პრაქტიკა და ორგანიზაციები კარგავს სოციალური გავლენასა და მნიშნელობას. ვებერი ამტკიცებდა, რომ მეცნიერული ცოდნისა და რაციონალური აზროვნების განვითარება ჩაენაცვლა მაგიაზე, ცრურწმენებსა და მისტიკაზე დაფუძნებულ რწმენას. ს–ის ინდიკატორებად, როგორც წესი, მიიჩნევენ ეკლესიებში მოსიარულეთა, რელიგიურ ცერემონიებში მონაწილეთა შემცირებას, აგრეთვე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეკლესიისა და რელიგიური ლიდერების ძალაუფლების შესუსტებას. თუმცა, ამ მაჩვენებლების სანდოობას ხშირად ეჭვქვეშ აყენებენ. ამტკიცებენ, რომ ბევრი რელიგიური პრაქტიკა არ არის რეგისტრირებული და სტატისტიკურად აღრიცხული. ესაა ე.წ. „უხილავი“ რელიგიური აქტები: მაგ., ადამიანების მიერ ღვთისმსახურების შესრულება სახლში მოწყობილ „საეკლესიო კუთხეებში“, რელიგიური ხასიათის სატელევიზიო პროგრამებში ჩართულობა და სხვ. „უხილავი რელიგიურობის“ გამოხატულებად მიიჩნევა ისიც, რომ, როგორც გამოკვლევები გვიჩვენებს, ბევრი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა აღიარებს ღმერთის ან რაიმე ზებუნებრივი ძალის რწმენას. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, ფარული (აკრძალული) სექტების არსებობა. ისიც უდავოა, რომ ბევრ საზოგადოებაში ეკლესია კვლავ რჩება არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ გავლენიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალად, ხოლო რიგ ინდუსტრიულ საზოგადოებებში (მაგ. აშშ–ში) რელიგიური ჯგუფების წევრთა რიცხვი არათუ მცირდება, იზრდება კიდეც. ს–ის კონცეფციის კრიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ ე.წ. „რელიგიის ოქროს საუკუნის“ არსებობას. საბოლოო ჯამში ასკვნიან, რომ რელიგიურმა ინსტიტუტებმა გავლენა კი არ დაკარგეს, არამედ უფრო მეტად სპეციალიზებულნი გახდნენ და შეინარჩუნეს მნიშვნელოვანი ფუნქციები. ამასვე ამტკიცებდა ტ. პარსონსი.

კატეგორია: 
ავტორები: