Saturation
ფერის თვისება, რომელიც გამოხატავს იმას, თუ რამდენად წმინდაა ფერი.
შეურეველ ფერებს ყველაზე მეტი სიმაძღრე აქვთ, შერეულ, არასუფთა, პასტელურ ფერებს — სიმაღძრის საშუალო რაოდენობა, რუხ ფერს კი — ნულოვანი. მაგალითად, თუ წმინდა და კაშკაშა წითელ ფერს სხვადასხვა ოდენობის თეთრ ფერს შევურევთ, ერთნაირი ტონის, მაგრამ სხვადასხვა სიმაძღრის ფერებს მივიღებთ: რაც მეტი თეთრი იქნება წითელში ანუ რაც უფრო მკრთალია წითელი, მით ნაკლებად მაძღარი იქნება ფერი. ასეთ მკრთალ ფერებს გაუჯერებელ ანუ არამაძღარ ფერებს უწოდებენ.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.
კატეგორია: