ზომების ერთობლიობა, რომელიც, გამოხატულია პოზიტიური (წახალისების) ან ნეგატიური (დასჯის) ფორმებით და ემსახურება საზოგადოებაში სოციალური ნორმების დაცვასა და მხარდაჭერას. თავის მხრივ, ს–ები შეიძლება იყოს ფორმალური (მაგ., იურიდიული ხასიათის, როგორიცაა დაპატიმრება კანონდარღვევის საფუძველზე, ჯარიმა, ოფიციალური საყვედური, ან, პირიქით, მადლობა) და არაფორმალური (მაგ., ლინჩის წესით გასამართლება). ს–ები ლეგიტიმურობას, ანუ კანონიერებას იძენენ ნორმების საფუძველზე, ხოლო ნორმები, თავის მხრივ, ახდენენ სოციალური ღირებულების რეალიზაციას. მაგ., ღირებულებას წარმოადგენს ინდივიდის სიცოცხლე და კეთილდღეობა; შესაბამისად, არსებობს სოციალური ნორმები (კანონები), რომლებიც კრძალავს მკვლელობას, შეიარაღებულ თავდასხმას და სხვ. ნორმებთან დაკავშირებულია ს–ები, მაგ., დაპატიმრება, როდესაც ხდება სოცოცხლის ხელყოფა.
სანქცია
Sanction
კატეგორია: