The Sacral and The Profane
ცნება, რომელიც განსაკუთრებულად გამოიყენება დიურკემის სოციოლოგიურ კონცეფციაში. დიურკემთან საკრალური მოიცავს იმ მოვლენებსა და საგნებს, რომლებიც თაყვანისცემისა და გაფრთხილების (აკრძალვის) ობიექტებია და არ უკავშირდება ყოველდღიური ყოფის საგნებსა და მოვლენებს (პროფანული). დიურკემის თანახმად, განსხვავება ს-სა და პ-ს შორის ყოველი საზოგადოების დამახასიათებელი ნიშანია. რელიგიის შესწავლისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საკრალურად მიჩნეულ საგნებსა და მოვლენებს.
კატეგორია: