The Ruling Party (or Governing Party)
პარტია, რომელსაც უმრავლესობა ჰყავს პარლამენტში. საპარლამენტო სახელმწიფოებში არჩევნებში წარმატება, მით უფრო იქ, სადაც მმართველობის ორპარტიული სისტემა არსებობს, გამარჯვებულ პარტიას საშუალებას აძლევს დააკომპლექტოს აღმასრულებელი ხელისუფლებაც. იგივე შეიძლება მოხდეს არასაპარლამენტო, საპრეზიდენტო მმართველობის მქონე ქვეყანაშიც, თუკი პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობის მქონე პარტიას წარმოადგენს. შედეგად პარტია ქმნის მისთვის მისაღებ აღმასრულებელ ხელისუფლებას და იქცევა მ.პ–დ ანუ აკონტროლებს როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: