ურჩი სახელმწიფო

Rouge State/Pariah State

 სახელმწიფო, რომელიც თავისი პოლიტიკური სისტემის ან ხელმძღვანელობის ქცევის გამო საერთაშორისო დიპლომატიურ იზოლაციაშია მოქცეული. ამ სახელმწიფოების მმართველობის ლეგიტიმურობას საერთაშორისო თანამეგობრობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რადგან ისინი არ ემორჩილებიან საერთაშორისო სამართლის, დიპლომატიისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული ქცევის წესებს. უ.ს–ს სტატუსი ხშირად სუბიექტური კატეგორიაა. სხვადასხვა თვალსაზრისით, უ.ს–ებს ჩვენს დროში შეიძლება მიეკუთვნებოდეს ლიბი, ა კუბა, ჩრდილოეთი კორეა, ერაყი, სირია ან ირანი. ისტორიულად უ.ს–ები იყო ბოლშევიკური რუსეთი და გერმანია ვაიმარის რესპუბლიკის ხანაში.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: