Role Conflict
სიტუაცია, რომელიც იქმნება მაშინ, როდესაც სხვადასხვა სტატუსიდან გამომდინარე მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. არცთუ იშვიათად ინდივიდები აღმოჩნდებიან დაძაბულ ურთიერთობებში მაშინ, როდესაც ცდილობენ განახორციელონ ერთმანეთთან შეუთავსებელი როლების მოთხოვნები. მაგ., დედის როლის შესრულება ხშირად ვერ თავსდება დასაქმებული (მომუშავე) ადამიანის როლთან, ან ლექტორის როლი შეუთავსებელია მკვლევარის საქმიანობასთან და ა.შ.
კატეგორია: