საწინააღმდეგო მდგომარეობების თეორია, რომელიც ადამიანის მოტივაციას ერთი მოტივაციური მდგომარეობიდან მეორე, საპირისპირო მდგომარეობაში რევერსიით (გადასვლის ტერმინებით) ხსნის.
XX საუკუნის ბოლო 20 წლის განმავლობაში მაიკლ აფტერმა და მისმა კოლეგებმა განავითარეს თეორია, რომელიც უარყოფს მოტივაციის, როგორც დაძაბულობის შემცირების, იდეას და უშვებს, რომ არსებობს მეტამოტივაციური მდგომარეობის ოთხი წყვილი. ამ წყვილებს ურთიერთსაპირისპირო მდგომარეობები ქმნიან (იხ. ცხრილი). თეორიის მიხედვით, დროის ნებისმიერ მოცემულ მომენტში თითოეულ წყვილში გაერთიანებული ორი მდგომარეობიდან რეალურად მხოლოდ ერთი შეიძლება არსებობდეს. თუ გადახედავთ ცხრილს, ნახავთ, როგორ განსაზღვრავს თითოეული წყვილი არათავსებად მოტივაციურ მდგომარეობებს. მაგალითად, წარმოიდგინეთ ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც სამსახურს უკავშირდება. რა გსურთ მოცემულ მომენტში: სიტუაციაზე მორგება თუ დამოუკიდებლობა? საკუთარი გრძნობების მიხედვით მოქმედება თუ სხვების გრძნობებზე ყურადღების მიპყრობა?
ცხრილი: მეტამოტივაციური მდგომარეობების ოთხი წყვილის ძირითადი მახასიათებლები |
|
თელიკური |
პარათელიკური |
სერიოზული მიზანზე ორიენტირებული უპირატესობას ანიჭებს წინასწარ დაგეგმვას თავს არიდებს შფოთვას სურს პროგრესი და/ან მიღწევა |
მხიარული აქტივობაზე ორიენტირებული ცხოვრობს ამ მომენტით ეძებს აღგზნებას, აღფრთოვანებას სურს მხიარულება და გართობა |
კონფორმისტი |
ნეგატივისტი |
დამყოლი სურს წესების დაცვა ტრადიციული სასიამოვნო სურს მორგება |
მეამბოხე სურს წესების დარღვევა არატრადიციული გაბრაზებული სურს დამოუკიდებლობა |
მბრძანებლობა |
თანაგრძნობა (სიმპათია) |
ძალაუფლებაზე ორიენტირებული ცხოვრებას ბრძოლად მიიჩნევს მკაცრი აზროვნება კონტროლზე კონცენტრირებული სურს დომინანტობა |
ზრუნვაზე ორიენტირებული ცხოვრებას თანამშრომლობად მიიჩნევს მგრძნობიარე სიკეთეზე კონცენტრირებული სურს სინაზე და მოფერება |
აუტური |
ალოიკური |
უპირატესად საკუთარ თავზე კონცენტრირებულობა ეგოცენტრული საკუთარ გრძნობებზე კონცენტრაცია |
უპირატესად სხვებზე კონცენტრირებულობა სხვებთან იდენტიფიკაცია სხვების გრძნობებზე კონცენტრაცია |
ეს თეორია მოტივაციის ახსნას ერთი მდგომარეობიდან მეორე, საწინააღმდეგო მდგომარეობაზე რევერსიის (გადასვლის) ტერმინებით ცდილობს. განვიხილოთ პარათელიკური და თელიკური კონტრასტული მდგომარეობები. თქვენ პარათელიკურ მდგომარეობაში ხართ, როცა ისეთ ქცევებს ახორციელებთ, რომლებსაც სიამოვნების მონიჭების გარდა სხვა მიზანი არა აქვთ, ხოლო თელიკურ მდგომარეობაში ხართ, როდესაც ისეთ ქცევეს ახორციელებთ, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენთვის არა მხოლოდ მოცემულ მომენტში. მაგალითად, ამ კონკრეტულ მოცემულ მომენტში, ალბათ, თელიკურ მდგომარეობაში იმყოფებით, რადგან ამ განმარტებას კითხულობთ. თუ წასახემსებლად ან ახალი მუსიკის მოსასმენად შეწყვეტთ კითხვას, ამით თითქმის მთლიანად გადაერთვებით პარათელიკურ მდგომარეობაში. რევერსიის თეორია, ფაქტობრივად, გვეუბნება, რომ თქვენ ყოველთვის იმყოფებით ერთ ან მეორე მდგომარეობაში, მაგრამ არა — ორივეში ერთად.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.