ნაშთი

Residual

რეგრესიულ ანალიზში განსხვავება დამოკიდებული ცვლადის დაკვირვებულ შერჩევით მნიშვნელობასა (Y) და რეგრესიით პროგნოზირებულ მნიშვნელობას (Y) შორის. მაგალითად, წრფივი რეგრესიის მოდელში ნაშთი არის სხვაობა (Y) შერჩევით მნიშვნელობასა და აგებული რეგრესიის წრფით Y=α +bX გამოთვლილ Yi=α+bXi  მნიშვნელობას შორის, ei=Yi-Yi. ასეთი ნაშთები e1, e2, ....en გამოითვლება დამოუკიდებელი ცვლადის ყველა შერჩევითი X1, X2,....Xn მნიშვნელობისათვის. ცხადია რაც უფრო მეტად ეთანხმება რეგრესიული მოდელი მონაცემებს, მით ნაკლებია ნაშთების სიდიდეები, ამიტომ ნაშთები გამოიყენება წინასწარმეტყველების სიზუსტის გაზომვისათვის. კერძოდ, რეგრესიის მოდელში შეფასების სტანდარტული შეცდომა ეწოდება სიდიდეს Syx=i=1n(Yi-Yi) 2n-2.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: