რეპრეზენტაციული ევრისტიკა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Representativeness Heuristic

კოგნიტური სტრატეგია, რომელიც ობიექტს გარკვეულ კატეგორიას ამ კატეგორიისთვის დამახასითებელი რამდენიმე ნიშნის საფუძველზე მიაკუთვნებს.

როცა მსჯელობა რეპრეზენტაციულ ევრისტიკას ეყრდნობა, კატეგორიის არსებით ნიშნებს ითვალისწინებთ. მაგალითად, თუ საგანი ან მოვლენა ამა თუ იმ კატეგორიისთვის დამახასიათებელი ნიშნით ხასითდება, მას ამ კატეგორიას მიაკუთვნებთ. ევრისტიკის ეს ტიპი ყველასათვის ნაცნობია. ის გულისხმობს წარსული გამოცდილების საფუძველზე მსჯელობის აგებას მოცემულ, მსგავს პირობებში, რაც ინდუქციური მსჯელობისას მიღებული დასკვნის არსს წარმოადგენს.

ურთიერთშეთანხმებული მახასიათებლებისა და კატეგორიების შესახებ ინფორმაციის არსებობის დროს, მიზანშეწონილია, ის მსგავსების მიხედვით აიგოს. ამრიგად, გადაწყვეტილების მიღებისას, შეუდგეთ თუ არა ვარჯიშს სპორტის ისეთ ახალ სახეობაში, როგორიცა პარაშუტით ხტომა,მიზანშეწონილი იქნება განსაზღვროთ, რამდენად ჰგავს ის სპორტულ სახეობათა იმ კატეგორიას,რომელიც ადრე გიზიდავდათ. თუმცა, მსგავსებამ შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ, თუ მისი გავლენით ყურადღებას არ მიაქცევთ სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. განვიხილოთ წარმატებული იურისტის დახასიათების მოცემული მაგალითი (იხ.სურათი). 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: