Representativeness
ტერმინი გულისხმობს რაიმე მოვლენის (ობიექტის, რიცხვის, გამოსახულებისა და ა.შ.) უნარს, ჩაანაცვლოს საგანი ან თვითონ ჩანაცვლდეს რაიმეთი ზოგადი სტრუქტურის დარღვევის ან სისტემატურ შეცდომათა დაშვების პირობების შექმნის გარეშე. რ. შერჩევითი ერთობლიობის ძირითადი მახასიათებელია. რეპრეზენტატული შერჩევა ზუსტად ასახავს იმ პოპულაციას, საიდანაც შერჩევა მოხდა. მას მიუკერძოებელ შერჩევად მიიჩნევენ. შერჩევის ყველა სისტემატური პროცედურა დამუშავებულია სწორედ ასეთი შერჩევის შესაქმნელად, რომლის რეპრეზენტატულობის ხარისხი დამოკიდებულია შერჩევითი ერთობლიობის ზომაზე, შერჩევის ტიპსა და მის რეალიზაციაზე.
კატეგორია: