Repatriation
იმ პირთა დაბრუნება სამშობლოში, რომლებიც სხვადასხვა იძულებითი გარემოების გამო სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. რ. ხშირად დაკავშირებულია მოქალაქეობის შეცვლასთან. სამხედრო ტყვეების რ-ის ვალდებულებას ითვალისწინებს ჟენევის 1949 წლის კონვენცია ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ, რომლის თანახმად, ომის მონაწილე მხარეთა მოვალეობაა სამხედრო მოქმედების დროს სამშობლოში დააბრუნონ მძიმედ დაჭრილი ტყვეები და ავადმყოფები, ხოლო სამხედრო მოქმედების შეწყვეტის შემდეგ ტყვეები დაუყონებლივ გაცვალონ. ამასთან, გაცვლა შეიძლება არ შეეხოს მძიმე ავადმყოფს, ბრალდებულსა და მსჯავრდებულს.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: