რაციონალური არჩევანის თეორია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Rational Choice Theory

სხვანაირად რაციონალური მოქმედების თეორიასაც უწოდებენ. თავიდან ცნობილი გახდა გაცვლის თეორიის (პიტერ ბლაუ, ჯორჯ ჰომანსი) სახელით და წარმოადგენდა ოპოზიციურ რეაქციას პარსონსის „გრანდთეორიაზე“, რომელიც, მართალია, „ერთეული აქტის“ განხილვით იწყება, მაგრამ საბოლოო ანგარიშით, სოციალური და კულტურული სისტემის ინტერესებს ანაცვლებს ინდივიდის ვოლუნტარისტულ ავტონომიურობას. რაციონალური მოქმედების თეორია (ჯ. კოლემანი, ჯ. ელსტერი, მ. ჰოლისი, ჯ. გოლდსორპი), პირიქით, სოციალური სისტემისა და კოლექტივის ინტერესებს უგულებელყოფს და ამოსავლად ინდივიდის კერძო ინტერესებს აცხადებს. ამ თეორიას აქვს მკაფიო ჩამოყალიბებული უტილიტარული ხასიათი: დოგმატური საწყისი პრინციპის - არ არსებობს ისეთი რამ, რასაც საზოგადოების ინტერესები ჰქვია - ფონზე, იგი აღიარებს, რომ ინდივიდები რაციონალურად მოქმედებენ კერძო სიტუაციაში პირადი სარგებლობის (მოგების) მაქსიმალური გაზრდის უზრუნველსაყოფად და დანაკარგების მინიმუმამდე შესამცირებლად. ყოველ ინდივიდს აქვს საკუთარი უპირატესობების სკალა და ამის შესაბამისად აკეთებს არჩევანს, რამაც მას მაქსიმალური კმაყოფილება უნდა მოუტანოს.

კატეგორია: 
ავტორები: