შეფარდებითი მონაცემები

Ratio Data

შეფარდების სკალაზე მიღებული მონაცემები (შეფარდების სკალის ცვლადის გაზომვის შედეგად). შეფარდების სკალა ინტერვალური სკალისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ნულოვანი წერტილი მიუთითებს გასაზომი თვისების არარსებობაზე. მაგალითად, თუ სტუდენტმა გამოცდაზე მიიღო 0 ქულა (შეფარდების სკალა), ეს ნიშნავს, რომ მას ქულა არ გააჩნია, მაგრამ ტემპერატურა ცელსიუსის სკალაზე უდრის 0-ს (ინტერვალის სკალა) არ ნიშნავს ტემპერატურის არარსებობას. როდესაც ცვლადი (შესაბამისად, მონაცემები) შეფარდების სკალაზეა, შესაძლებელია, განისაზღვროს რამდენჯერ მეტად აქვს გამოხატული ამ ცვლადით განსაზღვრული თვისება ერთ ობიექტს მეორესთან შედარებით. 

მაგალითი: ფულის ერთეულში გამოხატული გაზომვები, სიმაღლე, წონა, მანძილი და სხვა. ამ დროს შესაძლებელია დადგენა რამდენჯერ აღემატება ერთი მონაცემი მეორეს, 15 ლარი 4 ლარს აღემატება 15/4=3.75-ჯერ, მაშინ, როცა არ იქნება სწორი თუ ვიტყვით, რომ 10 გრადუსი ტემპერატურა 5 გრადუსს 2-ჯერ აღემატება.   

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: