Ranking
ცვლადების შეფასების წესი, რითაც ხორციელდება მათი ადგილისა და მდგომარეობის განსაზღვრა. წ. რ. წოდებრივი იერარქიის სისტემაში გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით ინდივიდების დალაგებას გულისხმობს. ასეთი კრიტერიუმები შეიძლება იყოს წარმომავლობა, გვარიშვილობა, ქონება, დამსახურება სახელმწიფოს წინაშე. წ. რ–ის დიფერენციაცია შეიძლება იყოს ვერტიკალური და ჰორიზონტალური ტიპის. ვერტიკალურია მაშინ, როდესაც აუცილებლად გულისხმობს ქვემდგომის მორჩილებას ზემდგომისადმი (მაგ., ძალოვან სტრუქტურებში). ჰორიზონტალურია მაშინ, როდესაც ადამიანს განსაკუთრებული ტიტული ენიჭება საზოგადოების წინაშე დამსახურებისათვის.
კატეგორია: